უამინდობამ ოზურგეთში პრობლემები შექმნა

© Municipality of Poti Cityძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პრობლემები დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც ჩახერგა გზის სავალი ნაწილი და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სპეცტექნიკის დახმარებით გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებენ.
ოზურგეთის მერიის განცხადებით, პრობლემები დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0