საგარეჯოში მამაკაცი საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა სოფელ ქეშალოში დღეს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საკუთარ კომერციულ ფართში ჩაცხრილეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში ფულის გამოძალვის ფაქტს ასახელებენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0