უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ოთხი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 39-დან 49 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: „მაკაროვის“ სისტემის ერთი პისტოლეტი, სხვადასხვა მოდელის სამი ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 3 მჭიდი და 30-ზე მეტი საბრძოლო ვაზნა.
საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0