პოლიციამ აეროპორტში 11 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
დაკავებულს ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის 37 წლის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0