რა დაიშვება და რა იკრძალება საკუთარ დაბადების დღეზე: ხალხური რწმენა

CC BY 2.0 / Stuart Caie / Happy Birthday!დაბადების დღის ტორტი
დაბადების დღის ტორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
დაბადების თარიღი უძველესი დროიდან მიიჩნევა იდუმალ და მაგიურ დღედ. სწორედ ამიტომაც უკავშირდება მას უამრავი მისნობა, რომელთა დაცვაც, ხალხური რწმენით, წარმატებასა და იღბალს უქადის ადამიანს.
ქვემოთ იმ დაშვებებისა და აკრძალვების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც უხსოვარი წარსულიდან იღებს სათავეს და დროთა განმავლობაში ახალი მინიშნებებითაც ივსება.

როგორ უნდა მოიქცეთ საკუთარ დაბადების დღეზე

ამბობენ, რომ მთელი მომავალი წლის ინდივიდუალური პროგრამა სწორედ ადამიანის დაბადების დღეს ყალიბდება. ამიტომ:
შეეცადეთ გაღვიძებისთანავე პოზიტიურ ტალღაზე დადგეთ. კარგი განწყობა ხელს შეგიწყობთ, აივსოთ დადებითი კოსმოსური ენერგიით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ დაზიანებული აურის რეანიმაციაც კი შეუძლია; ხოლო თუ გათვალული ხართ, ამასაც მოგიხსნით;
დაივიწყეთ პრობლემები, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, ვინაიდან რასაც ამ დღეს ჩაიფიქრებთ, სწორედ ის მოგეცემათ;
ილოცეთ! ამ დღეს ღმერთი აუცილებლად შეისმენს თქვენს ვედრებას;
აუცილებლად აღნიშნეთ ეს დღე, თუნდაც მარტომ;
ჩაიდეთ ტანსაცმლის შიდა ჯიბეში ფული, რათა ფინანსური წარმატება მოიზიდოთ.

რის გაკეთება იკრძალება დაბადების დღეზე

არაფერი ისესხოთ იუბილემდე ერთი დღით ადრე და არც უშუალოდ დაბადების დღეზე. ამაში იგულისხმება როგორც ფული, ისე პროდუქტები და ნივთები;
არ გასცეთ მოწყალება და არ გაასესხოთ ფული;
შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი ავადმყოფებთან ურთიერთობისგან;
ჩაიდეთ ჯიბეში ვერცხლის ნივთი, რომელიც დაიცავს თქვენს ენერგოველს ავადმყოფობისგან;
თუ დაბადების დღის აღნიშვნას სხვებთან ერთად აპირებთ, არ მიიწვიოთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანები. ამ დღეს ზღვარი იუბილარსა და ზესამყაროს შორის ძალიან ფაქიზი ხდება და არ ღირს ისეთ ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც ცუდ განწყობაზე გაყენებენ;
დაბადების დღეზე არ უნდა მიიწვიოთ 9, 13, 18, 51, 21, 99 ან 100 სტუმარი — მიიჩნევა, რომ ეს უბედურების გამომწვევი რაოდენობაა;
თუ ამ დღეს რაიმე ჭურჭელი გაგიტყდათ, აუცილებლად თქვით „ბედნიერებაში“, ნამტვრევები კი, ისევე, როგორც სხვა ნაგავი, მხოლოდ მეორე დღეს გაიტანეთ სახლიდან.

აკრძალული საჩუქრები

ყვავილები უნდა იყოს კენტი რაოდენობისა (ითვლება ღეროები). თუ ვინმემ წყვილრაოდენობიანი თაიგული მოგართვათ, ამოიღეთ ერთი ცალი და ცალკე ლარნაკში ჩადეთ;
ამ დღეს არ ღირს კერამიკული ნაკეთობების, ხელთათმანების, საფულეების ჩუქება; თუ მაინც მოგართვათ ვინმემ ასეთი ნივთები, ჩაადებინეთ მას მონეტა საჩუქარში;
ასევე არ ვარგა მარგალიტის სამკაულისა და ცხვირსახოცის ჩუქება, ვინაიდან ხალხური რწმენით, ეს „ცრემლებიანი“ საჩუქრებია. თუ მაინც მიიღეთ ისინი, ასხურეთ ნაკურთხი წყალი;
სარკე — ეს არის პორტალი რეალურ და მიღმიერ სამყაროებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ დაბადების დღეზე ადამიანის ენერგეტიკული ველი სუსტდება, ნაჩუქარმა სარკემ შესაძლოა უარყოფითი როლი შეასრულოს იუბილარის ბედში. თუ მაინც მიიღეთ სარკე საჩუქრად, არ ჩაიხედოთ მასში მეორე დღემდე;
ნუ მიღებთ საჩუქრებს იმ ადამიანებისგან, რომელთა გულკეთილობაში ეჭვი გეპარებათ. თუ უარის თქმას ვერ მოახერხებთ, უბრალოდ გულში წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „ვიღებ მხოლოდ იმას, რასაც ვხედავ, ხოლო უხილავს მჩუქებელს ვუტოვებ“.
აი, ესაა ის აკრძალვა-დაშვებები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში დაინერგა და გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში. გჯერათ თუ არა მათი და გაითვალისწინებთ თუ არა, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
ყველა ახალი ამბავი
0