არქიმანდრიტი ეფრემი: „საქართველოში უსაფრთხოების შეგრძნებაა"

© photo: Sputnik / Stringerსიონის ტაძარი
სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
არქიმანდრიტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვატოპედის მონასტერში მიიწვია.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ადამიანს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება აქვს, განაცხადა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა.
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ათონის მთის დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს 15 სექტემბერს ეწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი 16 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელ პლანეტაზე ძალიან დიდი მღელვარება სუფევს, საქართველოში ადამიანს სტაბილურობის გრძნობა აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების გრძნობაც საქართველოში უფრო მეტია. საბერძნეთშიც არ გვაქვს ასეთი შეგრძნება“, – განაცხადა არქიმანდრიტმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მან ამისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა და ქვეყნის მართვაში წარმატებები უსურვა.
„იგი გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს განსაკუთრებული გამჭრიახობის უნარი და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს... ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და პატრიაქსაც უყვარს პრემიერი. მთლიანობაში ეკლესია მისით კმაყოფილია. ეს ძალზე დადებითი ფაქტორია“, – განაცხადა სასულიერო პირმა.
არქიმანდრიტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვატოპედის მონასტერში მიიწვია.
„არ ვიცი, იცით თუ არა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს ათონის მთაზე განსაკუთრებულად, ბიზანტიური ტრადიციით ხვდებიან. ძალიან გაგვიხარდება, თუ ბატონ ირაკლისაც მოვუწყობთ ასეთ შეხვედრას“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0