https://sputnik-georgia.com/20220917/subsidirebuli-sesxebi-saqartvelosi-ramdenma-ojaxma-isargebla-saxelmwifo-programit-270509213.html
სუბსიდირებული სესხები საქართველოში: რამდენმა ოჯახმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით
სუბსიდირებული სესხები საქართველოში: რამდენმა ოჯახმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით
Sputnik საქართველო
მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა 17.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-17T09:30+0400
2022-09-17T09:30+0400
2022-09-17T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263939243_0:126:1560:1004_1920x0_80_0_0_b449b0732ddeff9c14e9b7a958a725cb.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ერთი წლის განმავლობაში მრავალშვილიან ან ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის 3.956 შეღავათიანი იპოთეკური სესხი დაუმტკიცდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.დამტკიცებული სესხების საერთო თანხა 441,1 მლნ ლარს აღემატება.მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე. სესხი გაიცემა ასევე მარტოხელა ან ქვრივ მშობლებზე.ოჯახს შეუძლია ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი ან მეორადი ბინა, ასევე აიშენოს კერძო სახლი.პროგრამის ფარგლებში იპოთეკურ კრედიტებს კომერციული ბანკი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემს.პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:სესხის მაქსიმალური მოცულობა 200.000 ლარია. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200.000 ლარს.ამჟამად საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირებისთვის იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ია. პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებს მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ, განურჩევლად მის მიერ აღებული სესხის ოდენობისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263939243_92:0:1479:1040_1920x0_80_0_0_37ad7a3ba1ae26d8f20115d19f50a0fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
სუბსიდირებული სესხები საქართველოში: რამდენმა ოჯახმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით
მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ერთი წლის განმავლობაში მრავალშვილიან ან ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის 3.956 შეღავათიანი იპოთეკური სესხი დაუმტკიცდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
დამტკიცებული სესხების საერთო თანხა 441,1 მლნ ლარს აღემატება.
მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე. სესხი გაიცემა ასევე მარტოხელა ან ქვრივ მშობლებზე.
ოჯახს შეუძლია ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ახალი ან მეორადი ბინა, ასევე აიშენოს კერძო სახლი.
პროგრამის ფარგლებში იპოთეკურ კრედიტებს კომერციული ბანკი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემს.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
სესხის მაქსიმალური მოცულობა 200.000 ლარია. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200.000 ლარს.
ამჟამად საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირებისთვის იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ია. პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებს მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ, განურჩევლად მის მიერ აღებული სესხის ოდენობისა.