რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველო სანქციების საკითხში პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
მოსკოვში იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ხალხისა და ეროვნული ბიზნესის ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი იმედოვნებს, რომ სანქციების საკითხებში საქართველო პრაგმატულ პოზიციაზე ყოფნას გააგრძელებს, განაცხადა РИА Новости-სთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დენის გონჩარმა.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიერ დაწესებულ არალეგიტიმურ ანტირუსულ რესტრიქციებს, ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეინარჩუნებს პრაგმატულ მიდგომას, იხელმძღვანელებს თავისი ხალხის ძირძველი და ეროვნული ბიზნესის ინტერესებით და არა გარედან მოხვეული კონფრონტაციული სქემებით", – განაცხადა გონჩარმა.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. როგორც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია" იყო და ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება რუსეთის გეგმებში არ შედის. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0