ქართული ასოებით დახატული პორტრეტები

© courtesy of Mari Shilakadzeმარი შილაკაძე
მარი შილაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
დღეს საინტერესო შემოქმედი მარი შილაკაძე გვსურს გაგაცნოთ.
მან საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის დროს კალიგრამებით დაინტერესდა. კალიგრამები ლამაზად დაშიფრული ნახატებია, რომელთა შესრულება საკმაოდ რთულია.
მარი კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულია და უკვე ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენაც. სკოლა-ლიცეუმი „ცოდნის“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ოცნებობს იმაზე, რომ კალიგრამებით საქართველოში ბევრი მოზარდი და ახალგაზრდა დაინტერესდეს.
© photo: courtesy of Mari Shilakadzeმარი შილაკაძე
მარი შილაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
მარი შილაკაძე
- მარი, კალიგრამებით თქვენი გატაცება რასთანაა დაკავშირებული?
- ალბათ იმასთან, რომ ყოველთვის მომწონდა სიძველე, რადგან ვთვლი, რომ მას რაღაც ამოუცნობი ძალა აქვს. თვითნასწავლი ვარ, ხატვაც ჩემით შევისწავლე. ერთხელ, უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, ჩვენთან ლექციაზე შემოვიდა ახალგაზრდა კალიგრაფი, რომელმაც გვაჩვენა მის მიერ შექმნილი კალიგრამების ნიმუშები და პირველად მაშინ დავინტერესდი. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო მაცხოვარი, რომელიც მთაზე ადის და ზურგით ჯვარი მიაქვს. საერთოდ, ესა თუ ის ტექსტი, რასაც ვიყენებ, თემატურად აუცილებლად ნახატთანაა დაკავშირებული.
© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
მარი შილაკაძის ნახატი
- ასოების საშუალებით ძირითადად რას ხატავთ?
- ძირითადად ადამიანების პორტრეტებს და ბუნების ფრაგმენტებს ვხატავ, ყველაფერს, რაც მელამაზება. ნახატი იქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ფერის ფორმატზე, მასალად ვიყენებ სხვადასხვა ფერის კალამს. შავ ფორმატზე ხშირად თეთრი კალამი და მარკერიც გამომიყენებია. ასოებით ასევე ქართველი პოეტების ლექსებიც მაქვს დახატული. ძალიან მინდა გამოვცე ალბომი, სადაც ძველი და ჩვენ დროში შექმნილი კალიგრამებიც შევა.
© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
მარი შილაკაძის ნახატი
- მოსწავლეები რამდენად დააინტერესეთ ხატვის ამ ფორმით?
- რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, ისინი ძალიან ლამაზად წერენ და კალიგრამებით ამა თუ იმ თემას საკუთარი ფანტაზიით კარგად ასრულებენ. მახარებს ის ამბავი, რომ ნამუშევრებს დიდი მოთმინებით ასრულებენ ხოლმე. მიხარია, რომ ჩვენს ლიცეუმში არიან არაქართულენოვანი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ ასოებს სასწაულად ხატავენ და ეს ძალიან მახარებს.
© FB/ Mari Shilakadzeმარი შილაკაძის ნახატი
მარი შილაკაძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
მარი შილაკაძის ნახატი
- გარდა იმისა, რომ უჩვეულოდ ლამაზი სანახავია, თქვენთვის რა დატვირთვა აქვს კალიგრამებს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზად წერით და კალიგრამებით ადამიანი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ქართული ანბანის, მშობლიური ენის, უფრო მეტიც, საკუთარი ქვეყნის კულტურის მიმართ. ამიტომაც არ მინდა, რომ ქართული ასოებით ხატვა მხოლოდ ფურცლებზე დარჩეს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0