რუსეთის საგარეო უწყება: ევროკავშირს რუსეთის კავკასიიდან განდევნა სურს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. ევროკავშირს სურს განდევნოს რუსეთი ამიერკავკასიიდან და ცდილობს ჩაერიოს მოსკოვის სამმხრივ მუშაობაში ბაქოსა და ერევანთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა თავისი აქტივობა გაზარდა ანტირუსული სანქციების კამპანიის ფონზე.

„ევროკავშირი არც კი მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნაა. ეს ნულოვანი შედეგების მქონე გეოპოლიტიკური თამაშებია“, − აღნიშნა გონჩარმა.

მისი თქმით, „ევროკავშირის უცერემონიო მცდელობებს, ჩაერიოს ბაქოსა და ერევანთან რუსეთის სამმხრივ მუშაობაში“, უკვე მიეცა პრინციპული შეფასებები სერგეი ლავროვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები 12 სექტემბერს განახლდა. არსებული მონაცემებით, ინციდენტისას 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა. რაოდენობის დასახელების გარეშე მსხვერპლის თაობაზე აცხადებს აზერბაიჯანიც. სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. შედეგად, ОДКБ-მ გადაწყვიტა, სიტუაციის შესაფასებლად სომხეთში მისია გაეგზავნა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0