რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები: ხალხური რწმენა

© Pexels / Aynur Latfullinქალი წითელ კვამლში
ქალი წითელ კვამლში  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ცრურწმენები ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თითქმის ადამიანის გაჩენასთან ერთად წარმოიშვა. მათი გამოვლინების ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად შეუძლებელია გაარჩიო, რომელია მინიშნება და რომელი – არა.

ქვემოთ იმ ცრურწმენებსა და მინიშნებებს გაგაცნობთ, რომლებიც ადამიანის ლოყების აწითლებას უკავშირდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღემდე აქტუალურია.
ძველად ამბობდნენ, თუ ადამიანს ლოყები უხურს, ვიღაც ახსენებსო. მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი იყო წითელი – მარჯვენა, მარცხენა თუ ორივე ერთად.
იმის შესატყობად, როგორ კონტექსტში ახსენებდნენ ადამიანს, ჩვენი წინაპრები, თურმე, ოქროს ბეჭედს იყენებდნენ. გაისმევდნენ ავარვარებულ ლოყაზე და:
თუ ბეჭედი მუქ კვალს დატოვებდა, ე.ი. ვიღაც აგინებდა, ან შურდა;
წითელი კვალი ნეიტრალური შინაარსის ლაპარაკის ნიშანი იყო, ანუ არც აქებდნენ და არც აძაგებდნენ;
ხოლო თეთრი კვალი იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაც კარგს ამბობდა, აქებდა ადამიანს.
გარდა ამისა, მნიშვნელობა ჰქონია იმასაც, თუ კვირის რომელ დღეებში ხურდა ლოყები.
მაგალითად, აწითლებული ლოყები:
ორშაბათს — ახალ ნაცნობობას მოასწავებდა;
სამშაბათს — საყვარელ ადამიანთან ჩხუბს;
ოთხშაბათს — პაემანს ან სხვა საინტერესო დროსტარებას;
ხუთშაბათს — სურვილის ასრულებას;
პარასკევს — ახალ ამბავს;
შაბათს — შეხვედრას;
კვირას — სასიამოვნო მოულოდნელობას.
თუ ლოყებთან ერთად ყურებიც უხურდა ადამიანს, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ მასზე აქტიურად მსჯელობდნენ – არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე კაცი ერთდროულად.
გარდა ამისა, ძველებს სწამდათ, რომ ცალ-ცალკე ლოყების გაწითლებასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა.
მარცხენა ლოყის მხურვალება ზურგს უკან მოწყობილი ინტრიგების, შურისა და მოსალოდნელი ღალატის ნიშნად მიაჩნდათ; ხოლო მარჯვენა ლოყისა — კარგის ნიშანი იყო, შეყვარებული გახსენებს და ენატრებიო, ეტყოდნენ ხოლმე მარჯვენა ლოყააწითლებულს.

ასეთია ის ხალხური ცრურწმენები და მინიშნებები, რომლებიც წინაპრებმა ლოყების გაწითლებაზე დაკვირვებით შეადგინეს. ირწმუნებთ თუ არა მათ, ეს უკვე თქვენი საქმეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0