მოსაზრება: ევროპის მზის ჩასვენება მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს

© AP Photo / Alastair Grant
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
წამყვანმა გერმანულმა გაზეთმა Die Welt-მა გამოაქვეყნა დანიელ ეკერტის მასალა, რომელშიც ჟურნალისტი ევროპას რომის იმპერიის დაცემამდე მისი მასშტაბური დაღმასვლის მსგავს კრიზისს უწინასწარმეტყველებს.
ამჟამინდელი ევროპული გაგებით, ეს თემა აკადემიური არ არის, არამედ საკმაოდ სკანდალურია. ჯერ კიდევ ზაფხულში მას აკურატულად შეეხნენ ჟურნალ Spiegel-ში. ავტორმა მოკრძალებით გაავლო პარალელები III-V საუკუნეების რომის იმპერიასა და თანამედროვე გერმანიის ცალკეულ პრობლემებს შორის.
დანიელ ეკერტი უფრო შორს წავიდა და გაიხსენა ორი მომენტი, რომლებმაც მართლაც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი რომის იმპერიის დაცემაში. თანამედროვე პანდემია შეადარა შავ ჭირს, რომელმაც თავის დროზე რომის იმპერიის ბრძოლისუნარიანობა და მსხვილი ქალაქების ეკონომიკა შეარყია.
ეზოპეს ენით, ეკერტმა გააკრიტიკა ევროკავშირის თანამედროვე იდეაც „ფასების ზედა ზღვარის“ თაობაზე. სწორედ რომის სახელმწიფოს უშედეგო მცდელობებმა, შეეკავებინათ ფასები, პირველ რიგში პურზე, შედეგად მოიტანა მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი იმპერიაში.
პოლიტკორექტულობამ ეკერტს საშუალება არ მისცა, მიეთითებინა ევროპული ვარდნის იმ სიმპტომებზე, რომლებიც გვერდიდან თვალში საცემია. ბარბაროსების შემოსევა – აი ნათელი პარალელი ანტიკურ რომთან. გულუბრყვილო იქნებოდა ვარაუდი იმისა, რომ „ხალხთა დიდი გადასახლება“ იყო დაგეგმილი სამხედრო აქცია. რასაკვირველია, იყო სამხედრო მოქმედებებიც, რომაელი ლეგიონერების მარცხიც, ქალაქების შტურმიც. თუმცა ბარბაროსები რომის ტერიტორიებზე ძირითადად უზარმაზარი ქარავნებით შედიოდნენ, პირობითად, „დევნილების“ სახით, არალეგალური მიგრანტების სახით.
რომის იმპერიის მსხვილი ქალაქები უცხოელებით გაივსო. პრეტორიანელებსაც კი, იმპერატორის პირად გვარდიას არაადგილობრივებისგან აგროვებდნენ. განსაკუთრებით, ილირიელებისგან, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს რომის იმპერიას ჩაუდგნენ სათავეში.
განა არ ჰგავს ეს ყველაფერი თანამედროვე ევროპაში მიგრანტების მასების შემოდინებას? თუმცა ამაზე Die Welt არაფერს წერს, ისევე, როგორც დღევანდელი ევროპის ლგბტ დღის წესრიგის მსგავსებაზე ძველი რომის ყველაზე ექსტრავაგანტულ პრაქტიკასთან.
პარალელი იმდენად ბევრია, რომ უნებლიეთ ჩნდება ეჭვი – ხომ არ არის კონსტრუირებული ევროკავშირის კრიზისი შეგნებულად? ეკერტიც ხომ ამბობს, რომ ევროპის ვარდნა „ძველი რომის სცენარით“ ვითარდება?
ევროპის ტერიტორიაზე თანმიმდევრულად მიდის ზეწოლა ტრადიციულ რელიგიებზე, პირველ რიგში, ქრისტიანობაზე. ეკლესიებს წვავენ, ბილწავენ, მღვდელმსახურებს თავს ესხმიან. არავინ ფიქრობს დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას.
ქრისტიანობის ნანგრევებზე კი სრულიად ველური სექტები დათარეშობენ. მათ აქვთ საკუთარი რწმენის სიმბოლოები, რიტუალები, ჰყავთ ქურუმები, ერეტიკოსები.
„უმცირესობების“ ამ სექტებს, ლგბტ თემით დაწყებული, ვეგეტარიანელებით დამთავრებული, აერთიანებს ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. ისინი უბრალოდ დესტრუქციულები არიან. ეს არის სახელმწიფოს ნგრევის იარაღი. არავითარი სხვა მიზანი მათ არ გააჩნიათ.
ამერიკელები სიამოვნებით კვებავენ ამ სექტებს ევროპის ტერიტორიაზე. თუმცა თავად აშშ-ში სექტებს ასეთი თავისუფლება არ გააჩნიათ. თუ ნიუ-იორკში, პირობითად, ტრანსგენდერებს მწვანე შუქი აქვთ, ფლორიდაში მათი ადგილი არ არის.
ასევე მოქმედებს ვაშინგტონი სხვა მიმართულებებითაც. ევროპას ავსებენ მიგრანტებით, წყვეტენ მის სავაჭრო კავშირებს, უპირველესად, რუსეთთან, კლავენ ეკონომიკას. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ვაშინგტონის კაპიტოლიუმში მყოფნი ევროკავშირის ტერიტორიაზე ათამაშებენ „ევროპის იმპერიის ვარდნას“ სცენარით, რომელიც ინგლისელმა გიბონმა ჯერ კიდევ 250 წლის წინ დაწერა.
2022-23 წლების ზამთარი ევროპის მრავალსაუკუნოვან იმპერიაში პირველი კრიზისი არ იქნება. მას უარესებიც გადაუტანია – ომები, მასობრივი შიმშილობა, ეპიდემიები.
სხვა საქმეა, როგორ უმკლავდებიან ისინი ამ კრიზისებს. დასაწყისისთვის მათ არ ეშინიათ კრიზისებზე საუბარი. „ევროპის მზის ჩასვლა“ – ლიტერატურის მთელი ჟანრია.
X საუკუნეში ევროპელები ელოდნენ სამყაროს აღსასრულს, რომელიც 1000 წელს უნდა დამდგარიყო. XIV საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ ასევე გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი დასრულდა.
რომის დაცემაზე ჯერ კიდევ კატონ უფროსი დარდობდა. მაშინ რომი ზედიზედ იმარჯვებდა და დაცემაზე არაფერი მიანიშნებდა. მაგრამ კატონი წუხდა, რომ ობივატელი მეტისმეტად გართულია მომხმარებლობით, ფუფუნებაში ცხოვრობს, საბრძოლველად არ მიდის. კატონი ოცნებობდა აღეგავა კართაგენი პირისაგან მიწისა და ასე ახერხებდა თავისი აუდიტორიის მობილიზებას.
მოკლედ, ვარდნისა და დაცემის ფორმულა – ძველი რიტორიკული ამბავია, რითაც იწყება საომარი პროპაგანდა. ის მიუთითებს, რომ ევროპა პრობლემების გადაჭრას შეუდგება.
სამწუხაროდ, ის პრობლემებს, როგორც წესი, სხვების ხარჯზე აგვარებს. უსასტიკესი ექსპანსია მთელ დედამიწაზე კოლონიების მიტაცებით, ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებით, ძარცვით.
ბოლო დროს ევროკავშირის მმართველი წრეების რიტორიკა რადიკალური გახდა. ყველა ითხოვს „რუსეთის დამარცხებას“, ომს უკანასკნელ უკრაინელამდე, უსასრულო მსხვერპლს. სადღაც გაქრა ადამიანის უფლებები და დემოკრატიული თავისუფლება.
დემონსტრაციებს სასტიკად არბევენ, თითქოს ადამიანების დასაშინებლად. ამას ემატება პანდემიის საწინააღმდეგო დრაკონული ზომები, ყველა ეს მრავალათასიანი ჯარიმა. პლუს ცენზურა. დიქტატორიღა აკლიათ, რომელიც ხალხს აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნის.
ეს ძალიან სახიფათოა, როდესაც ევროპული ელიტები იწყებენ საკუთარ მზის ჩასვლაზე წუხილს. შემთხვევით არ მომხდარა, რომ „ევროპის მზის ჩასვენების“ ავტორმა ოსვალდ შპენგლერმა სიცოცხლის ბოლოს მხარი დაუჭირა ადოლფ ჰიტლერს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0