დადგინდა წელის სახიფათო ზომა ქალებში: საშიში დაავადებების რისკი

© Pixabay / Deedee86
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა საშიში დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს არა სხეულის მასის მაღალი ინდექსი, არამედ წელის გარშემოწერილობის დიდი ზომა.
მათი კვლევა, რომელმაც „მოწიფულობის“ ასაკში მყოფი ქალებისთვის წელის სახიფათო ზომა გამოავლინა, JAMA Network Open-შია გამოქვეყნებული.

აიოვას უნივერსიტეტის სწავლულებმა 150 ათასი ამერიკელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკი 50-დან 79 წლამდე მერყეობდა. პაციენტებზე დაკვირვება 1993 წლიდან 2017 წლამდე მიმდინარეობდა. საბოლოოდ მკვლევარებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს. ისინი ირწმუნებიან, რომ დაავადებების განვითარებაში სხეულის მასის ინდექსის (BMI) როლი გადასახედია.
„მიჩნეულია, რომ სხეულის მასის ინდექსი იწვევს ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორებიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაგრამ ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ თავისთავად BMI არანაირად არ ზრდის დაავადებების განვითარების რისკს“, − ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ვეი ბაო.
მისი თქმით, საქმე არა სხეულის მასის ინდექსში, არამედ წელის გარშემოწერილობის ზომაშია. სწორედ წელის არეში არსებული ზედმეტი ცხიმი განაპირობებს დიაბეტს, კიბოსა და ინფარქტს.

„კვლევამ აჩვენა, რომ ნორმალური წონისა და ასევე ნორმალური BMI-ს მქონე ქალები, რომელთა წელის გარშემოწერილობა 88 სმ-ზე მეტს შეადგენდა, უფრო მეტად იყვნენ რისკის ქვეშ: მათი ორი წლის განმავლობაში გარდაცვალების შანსი, სხვებთან შედარებით, 31%-ით მაღალი იყო. ნაკლები ზომის წელის მქონეებს კი ნაკლებად ემუქრებოდათ გულის დაავადებები თუ კიბო“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

შესაბამისად, მათი აზრით, ექიმებმა, ჯანმრთელობის რისკების შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ არა მარტო სხეულის მასის ინდექსი, არამედ სხეულის თავისებურებებიც.
ახლა კვლევის ავტორები სთავაზობენ მედიკოსებს, ჩართონ სტანდარტულ სამედიცინო შემოწმებაში ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა წელის გარშემოწერილობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0