როგორ სრულდება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: ფინანსთა სამინისტროს ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 7 მილიარდი ლარი, ანუ გეგმის 96,6% შეადგინა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. შემოსულობებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 9,1 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებებმა – დაახლოებით 8,7 მილიარდი ლარი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
„2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები წელს პროგნოზირებულია 19,4 მლრდ ლარის დონეზე, ხოლო ასიგნება – 14,2 მლრდ ლარის დონეზე.
ბიუჯეტის შემოსულობები და ასიგნებები
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა ექვს თვეში 102,7%-ით შესრულდა, ბიუჯეტში შევიდა 9,1 მლრდ ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება 2022 წლის ექვს თვეში

მაჩვენებელი

მლნ ლარი

შესრულება, %

შემოსულობები

9.124

102,7

- მათ შორის შემოსავლები გადასახადებისგან

6.768

100,3

ასიგნებები

8.775

96,6

გადასახადებისგან შემოსავლებმა კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შეადგინა დაახლოებით 6,8 მლრდ ლარი, შემოსავლების გეგმა ექვს თვეში 100,3%-ით შესრულდა.
ექვს თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებამ შეადგინა 8,775 მლრდ ლარი, რაც საანგარიშო პერიოდში პროგნოზის 96,6%-ია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მან 7 მლრდ ლარი, ანუ გეგმის 96,6% შეადგინა.
რაზე დაიხარჯა თანხა
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახსრების ძირითადი ნაწილი ექვს თვეში დაიხარჯა მიზნობრივ ჯგუფებზე, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე ყოველთვიურ დახმარებაზე. სულ სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფომ ნახევარ წელიწადში 538,6 მლნ ლარი დახარჯა.
ექვს თვეში კიდევ 687,9 მლნ ლარი დაიხარჯა გზების რემონტსა და მშენებლობაზე.
გარდა ამისა, თანხა მოხმარდა სკოლების რემონტს, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებას, სოფლების გაზიფიკაციას და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0