ფოტოკონკურსმა „რუსული ცივილიზაცია“ ნამუშევრების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის ეროვნების საკითხთა ფედერალურმა სააგენტომ VI საერთაშორისო ფოტოკონკურსის „რუსული ცივილიზაციის“ დაწყება გამოაცხადა.
პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფები თავიანთი ნამუშევრების წარდგენას ხუთ კატეგორიაში შეძლებენ: „უნიკალური ბუნება“, „ადამიანები და თაობები“, „დიდი ქვეყნის ტრადიციები“, „არქიტექტურა და ქანდაკება“, „მრავალეროვანი მოსკოვი“.
ორგანიზატორების ჩანაფიქრით, კონკურსანტებმა თავიანთ ფოტოებში უნდა აჩვენონ რუსული ბუნების სილამაზე, ხელოვნების უნიკალური ძეგლები და თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები, კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნება, რუსეთის ხალხების მრავალეროვნება და თვითმყოფადობა, პორტრეტები.
პრიზებისთვის ბრძოლა 18 წელზე უფროსი ასაკის ფოტოგრაფებს შეუძლიათ – მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობისა. მონაწილეს თითოეულ ნომინაციაში ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი ხუთამდე ფოტო შეუძლია წარადგინოს.
ფოტოკონკურსზე წელს პირველად დაინერგა ახალი ნომინაცია „ბავშვების ხედვა“, რომელში მონაწილეობაც 7-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ.
კონკურსის პოპულარობა, რომელიც მსოფლიოს ფოტოგრაფებს აერთიანებს, იზრდება. 2021 წელს მასში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიოს 77 ქვეყნიდან, რომლებმაც კონკურსზე 22,5 ათასი ფოტო წარადგინეს.
2022 წლის 5 სექტემბრიდან პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საავტორო ფოტოების ატვირთვა შეუძლიათ ფოტოკონკურსის ოფიციალურ პორტალზე www.rucivilization.ru.
ნამუშევრების მიღება 2022 წლის 5 ოქტომბერს დასრულდება. შემდეგ მათ შეაფასებს ჟიური, რომელშიც რუსეთის და მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები, მხატვრები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები შედიან. დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში 4 ნოემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0