მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეთანხმება შეწყვეტილია: იაპონიამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. იაპონიის მთავრობამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კურილის კუნძულებზე იაპონიის იმ მოქალაქეების გამარტივებული ვიზიტის შესახებ შეთანხმება შეაჩერა, რომლებიც მანამდე კურილებზე ცხოვრობდნენ.
აღნიშნულის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა პრესკონფერენციაზე.
კურილის კუნძულებზე მისი ყოფილი მცხოვრებლების გამარტივებული ვიზიტების შესახებ შეთანხმება 1999 წელს გაფორმდა.

„მიგვაჩნია, რომ ეს უკანონობაა. ჩვენი აზრით, ეს მიუღებელია. ჯერჯერობით რუსული მხარისგან ოფიციალური შეტყობინება [ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ] არ მიგვიღია. თუმცა ჩვენ მტკიცე პროტესტი გამოვხატეთ“, − განაცხადა მაცუნომ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა „მთლიანად რუსეთს ეკისრება“. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა, რუსეთის ქმედებები „აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია“.
რუსეთმა 5 სექტემბერს შეწყვიტა ხელშეკრულებები კურილის კუნძულებზე გამარტივებული ვიზიტის შესახებ და ასევე ორმხრივი მოგზაურობის პროცედურის შესახებ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი სანქციების საპასუხოდ უარს ამბობს სამშვიდობო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე და გადის სამხრეთ კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დიალოგიდან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0