ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგურჯაანის შემოვლითი გზის გახსნა
გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
НовостиTelegram
პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. დაიწყო ბაკურციხე–წნორის შემოვლითი 16,6 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნული მონაკვეთი არის კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი) ნაწილი, რომელიც ამჟამად გადის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

ახალი შემოვლითი გზა კი ალაზნის ველის მხარეს აშენდება, რომელიც თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს).
შესაბამისად, ბაკურციხე–ლაგოდეხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0