მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიამ „მომავლის საწვავის“ მისაღებად პორტების მომზადება დაიწყო

CC BY 2.0 / Stefan Laketa / Japanese flagიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იაპონიის მთავრობამ დაიწყო საპორტო ტერმინალების მშენებლობა, რომლებიც თხევადი წყალბადით დატვირთული დიდი გემების მიღებას შეძლებს, იუწყება Yomiuri Shimbun.
გამოცემის ცნობით, იაპონიის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ თხევადი წყალბადი შეიძლება „მომავალი თაობის საწვავად“ იქცეს, და უკვე შეუდგა შესაბამისი ინფრასტრუქტურის აგებას, რათა რესურსის უწყვეტი მიღება უზრუნველყოს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტი მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 46%-ით შემცირებას (2013 წელთან შედარებით), ხოლო 2050 წლისთვის „ნახშირბადოვან ნეიტრალიტეტს“, ანუ ნახშირორჟანგის ნულოვან გამონაბოლქვს მიაღწიოს. ამ მიზნით ქვეყანაში ყოველწლიურად უკვე იყენებენ 2 მილიონ ტონა თხევად წყალბადს, რომელიც წვის დროს სათბურ გაზებს არ გამოყოფს. გეგმის მიხედვით, 2050 წელს ქვეყანა ყოველწლიურად 20 მილიონ ტონამდე თხევად წყალბადს გამოიყენებს.
წყალბადით დატვირთული ხომალდების მისაღებად პორტების ქსელის განახლების ერთ-ერთი მიზანი წყალბადის ღირებულების შემცირებაა. იაპონიის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად თხევადი წყალბადის კუბური მეტრი 170 იენი (1,23 დოლარი) ღირს, 2030 წლისთვის კი მთავრობა მისი ღირებულების 30 იენამდე (0,22 დოლარი) შემცირებას ელოდება.
ამ დროისათვის იაპონიის ყველაზე თანამედროვე წყალბადის პორტი არის კობეს პორტი, რომლის მიწისზედა რეზერვუარიც 2500 კუბურ მეტრ წყალბადს იტევს.
წყარო: Yomiuri Shimbun
ყველა ახალი ამბავი
0