„რუსთავის აზოტში“ ინსპექტირებისას დარღვევები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringer"რუსთავის აზოტი"
რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
საწარმოს შემოწმებისას გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოვლინდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „რუსთავის აზოტში“ ინსპექტირებისას ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
რუსთავში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი საწარმო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა საქართველოში. იქ 2.000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, მათი 99 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებია.

„საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება გატარდება“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, გამოვლინდა არაორგანიზებული გაფრქვევისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
კომპანიას დაევალა – საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დაცვით განახორციელოს.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ნარჩენების მართვის ეფექტური მექანიზმების შექმნა, ნარჩენების წარმოქმნისა და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია და შემცირება და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0