ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

© Pixabay / kidsnewshuწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცხრა მატჩიდან შვიდი მოიგო.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 16 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის დივიზიონში (Silver Div Gold) პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა წყალბურთელებმა ცხრა მატჩიდან შვიდი მოიგეს. გუნდმა პოლონეთს, შვეიცარიას, ლატვიას და აზერბაიჯანს აჯობა, ნახევარფინალში კი უკრაინა ანგარიშით 8:6 დაამარცხა.
ტურნირის გადამწყვეტ, ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 11:10 დაამარცხა.
ყველა ახალი ამბავი
0