როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
სინოპტიკოსები ცხელი ამინდების შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრამდე ცხელი ამინდი იქნება შენარჩუნებული, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამასთან, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

ამავე პერიოდში თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0