ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია-2023“-ზე

© Pixabay / fotofan1ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
„ევროვიზია-2023“-ის 67-ე კონკურსი უკრაინის ნაცვლად დიდ ბრიტანეთში გაიმართება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია-2023“ საქართველოს ვოკალური ტელეშოუ The Voice Georgia 2022-ის გამარჯვებული წარადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„23 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით შეავსე რეგისტრაციის ფორმა, გახდი The Voice საქართველოს კონკურსანტი, გაიმარჯვე და მოიპოვე ევროპაში ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია-2023“-ის საგზური!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჯერად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.
„ევროვიზია-2023“-ის 67-ე კონკურსი დიდ ბრიტანეთში გაიმართება. 2022 წელს კონკურსზე უკრაინამ გაიმარჯვა (ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania), თუმცა 2022 წლის 17 ივნისს ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (ЕВС) განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო „ევროვიზია-2023“ უკრაინაში არ ჩატარდება. ივლისის ბოლოს კი ЕВС-მ დაადასტურა, რომ კონკურსი უკრაინის ნაცვლად დიდ ბრიტანეთში ჩატარდება.
კონკურსის ნახევარფინალები და ფინალი 2023 წლის მაისში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0