საქართველოს პირველმა პირებმა მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცეს

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუცია. ორიგინალი
საქართველოს კონსტიტუცია. ორიგინალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიიღო.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცეს.
დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა.

„უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

„27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი.

ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი თარიღია.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მიღებულ იქნა კონსტიტუციის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0