ვინ წარადგენს საქართველოს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე - განაცხადების მიღება დაიწყო

© Academy of Motion Picture Arts and Sciences„ოსკარის“ ქანდაკება
„ოსკარის“ ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი განაცხადებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 9 სექტემბრის 17:00 საათამდე მიიღებს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოაკადემიის 2023 წლის „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის" ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო.
ცენტრის ცნობით, საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 9 სექტემბრის 17:00 საათამდე.
ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის" გადაცემის 95-ე ცერემონია 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.
განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს:
2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:
განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს – დავით ვაშაძეს (D.Vashadze@gnfc.ge) და ლევან ლომჯარიას (l.lomjaria@gnfc.ge).
ყველა ახალი ამბავი
0