სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში: მეზობელმა 31 წლის ახალგაზრდა მოკლა

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი დანით ხელში
მამაკაცი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სამართალდამცველებმა თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციიით, 31 წლის მამაკაცი მეზობელთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება კი კონფლიქტში გადაიზარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს ერთმანეთში ცუდი უერთიერთობა არ ჰქონდათ და რა გახდა კონკრეტულად კარის მეზობლებს შორის ჩხუბის მიზეზი, მათთვის უცნობია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0