სოფელ ავლევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს: ბრალდებული პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში სამართალდამცვლებმა 29 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შემთხვევა გუშინ სოფელ ავლევში მოხდა.
ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც თავისზე უფროს მამაკაცს დაუმეგობრდა. მოგვიანებით წყვილმა ქალის მშობლებთან გააგრძელა ცხოვრება და ისინი მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს.
ადილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გაგუდა. 34 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0