უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 18 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. უკრაინაში, ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
როგორც გარდაცვლილის და, ბელა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს, ბერდია ჯოხაძე ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო 12 აგვისტოს გარდაიცვალა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის“, – დაწერა ბელა ჯოხაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძეს საქართველოში 19 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 18 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0