გურია ველოტურს მასპინძლობს

CC BY 2.0 / FollowYour Nose / Orangerie stands for freeგოგონა ველოსიპედით
გოგონა ველოსიპედით - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
ველომოყვარულებს შთამბეჭდავი მთის პეიზაჟები და საინტერესო ექსკურსიები ელოდებათ.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ველოტური გურიაში „კავკასიის ველო-ქსელისა“ (Caucasus Cycling Network) და ველოსპორტის მოყვარულების ერთობლივი ინიციატივით 19–21 აგვისტოს გაიმართება.
ველოსიპედისტები თბილისიდან ოზურგეთისკენ 19 აგვისტოს გაემგზავრებიან, სადაც ბანაკს გაშლიან. იმავე საღამოს გაიმართება მცირე ველოგასეირნება აჭის ხეობაში.
მეორე დღეს, 20 აგვისტოს ველოსიპედისტები ჩოხატაურსა და ბახმაროში ჩავლენ, ხოლო 21 აგვისტოს გომისმთას დაათვალიერებენ.
ტურში მონაწილეობისთვის აუცილებელია ველოსიპედი ფიქსირებული გადამცემით, სათადარიგო კამერა, ჩაფხუტი, საძილე ტომარა, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი ლაბადა, წყალი და საკვები.
ველოტურში მონაწილეობა ფასიანია, რაოდენობა შეზღუდული, ამიტომ წინასწარ რეგისტრაციაა საჭირო. პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0