https://sputnik-georgia.com/20220818/bavsvta-saxlebis-arzrdilebi-tbilisis-meriisgan-droebit-sacxovrebels-miireben-269558898.html
საოჯახო ტიპის სახლების აღზრდილები თბილისის მერიისგან დროებით საცხოვრებელს მიიღებენ
საოჯახო ტიპის სახლების აღზრდილები თბილისის მერიისგან დროებით საცხოვრებელს მიიღებენ
Sputnik საქართველო
პროგრამის თითოეულ მონაწილეზე მერია ყოველთვიურად 500 ლარს გამოყოფს. 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T10:42+0400
2022-08-18T10:42+0400
2022-08-18T17:57+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0f/250344098_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_50a98cc40f4d9ce95d9bee220680274c.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საოჯახო ტიპის სახლების ახლა 18–21 წლის ასაკის ყოფილი აღსაზრდელები თბილისის მერიისგან, ქალაქის მთავრობის პროგრამის მიხედვით, დროებით საცხოვრებელს მიიღებენ. პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდება.ახალგაზრდებს უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლით, რომელშიც იქნება ადგილი ძილისა და სწავლისთვის, სველი წერტილი, საბაზო ავეჯი და საყოფაცხოვრებო საგნები.გარდა ამისა, მათ დაეხმარებიან განავითარონ პროფესიული და კომუნიკაციური უნარები, აღმოუჩენენ ფსიქოსოციალურ დახმარებას.პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ რეგიონულ საბჭოს უნდა მიმართონ, საჭიროა პირადობის მოწმობის წარდგენა და თანხმობა შეთავაზებულ მომსახურებაზე.პროგრამის თითოეული მონაწილისთვის მერია ყოველთვიურად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. ფულს მიიღებს მომსახურე ორგანიზაცია.თბილისში პენსიონერები აუზზე უფასოდ სიარულს შეძლებენ>>მომსახურე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის კრიტერიუმებს: ჰქონდეს გამოცდილება შესაბამის მომსახურებაში, ჰყავდეს სპეციალისტების გუნდი, მათ შორის, ფსიქოლოგი და სოცმუშაკი, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოემსახუროს პროგრამის მინიმუმ ორ მონაწილეს და ჰქონდეს საცხოვრებელი, რომელშიც იქნება ერთი საძინებელი, ერთი სამზარეულო, ერთი სამუშაო ოთახი, მისაღები ოთახი და ე.წ. სველი წერტილი.2009–2013 წლებში რეფორმის შედეგად საქართველოში სამეურვეო დაწესებულებების დიდი ნაწილი დაიხურა და ისინი ალტერნატიული ფორმით – მინდობით აღზრდითა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით ჩანაცვლდა. ამ უკანასკნელში ბავშვები ოჯახურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იზრდებიან და იღებენ ფსიქოლოგების დახმარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0f/250344098_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a0f7d06a624d2cc70766dd7974f2e37c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საოჯახო ტიპის სახლების აღზრდილები თბილისის მერიისგან დროებით საცხოვრებელს მიიღებენ
10:42 18.08.2022 (განახლებულია: 17:57 18.08.2022) პროგრამის თითოეულ მონაწილეზე მერია ყოველთვიურად 500 ლარს გამოყოფს.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საოჯახო ტიპის სახლების ახლა 18–21 წლის ასაკის ყოფილი აღსაზრდელები თბილისის მერიისგან, ქალაქის მთავრობის პროგრამის მიხედვით, დროებით საცხოვრებელს მიიღებენ. პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდება.
ახალგაზრდებს უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლით, რომელშიც იქნება ადგილი ძილისა და სწავლისთვის, სველი წერტილი, საბაზო ავეჯი და საყოფაცხოვრებო საგნები.
გარდა ამისა, მათ დაეხმარებიან განავითარონ პროფესიული და კომუნიკაციური უნარები, აღმოუჩენენ ფსიქოსოციალურ დახმარებას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ რეგიონულ საბჭოს უნდა მიმართონ, საჭიროა პირადობის მოწმობის წარდგენა და თანხმობა შეთავაზებულ მომსახურებაზე.
პროგრამის თითოეული მონაწილისთვის მერია ყოველთვიურად 500-ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. ფულს მიიღებს მომსახურე ორგანიზაცია.
მომსახურე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის კრიტერიუმებს: ჰქონდეს გამოცდილება შესაბამის მომსახურებაში, ჰყავდეს სპეციალისტების გუნდი, მათ შორის, ფსიქოლოგი და სოცმუშაკი, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოემსახუროს პროგრამის მინიმუმ ორ მონაწილეს და ჰქონდეს საცხოვრებელი, რომელშიც იქნება ერთი საძინებელი, ერთი სამზარეულო, ერთი სამუშაო ოთახი, მისაღები ოთახი და ე.წ. სველი წერტილი.
2009–2013 წლებში რეფორმის შედეგად საქართველოში სამეურვეო დაწესებულებების დიდი ნაწილი დაიხურა და ისინი ალტერნატიული ფორმით – მინდობით აღზრდითა და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით ჩანაცვლდა. ამ უკანასკნელში ბავშვები ოჯახურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იზრდებიან და იღებენ ფსიქოლოგების დახმარებას.