შუალედური არჩევნები იქნება: სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
„ახალგაზრდა იურისტები“ სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოში შუალედური არჩევნების დანიშვნის გამო.
საიამ ცესკოს განკარგულების ბათილად გამოცხადება მოითხოვა. სხდომა სენაკის საკრებულოში უკვე ექვს თვეზე მეტია არ ჩატარებულა, რაც, საიას აზრით, ამ ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილების უპირობო შეწყვეტის საფუძველია. ორგანიზაციის წევრების აზრით, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

„იმ ორგანოში შუალედური არჩევნების ჩატარება და ერთი დამატებითი პირის დანიშვნა, რომელიც უკვე არაუფლებამოსილია, კანონიერ მიზანს ვერ ემსახურება“, – განაცხადა საიას იურისტმა ნიკა მაღედანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საია სასამართლოს ვერდიქტს არ ეთანხმება და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ორ დღის განმავლობაში გეგმავს.
ცესკოს გადაწყვეტილებით, სენაკის 64-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნა. დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ წურწუმიამ სადეპუტატო მანდატზე უარი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზეწოლით თქვა.
წურწუმიას წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულოში მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც 16–16 მანდატი აქვთ.
კენჭისყრა 1 ოქტომბერს სამ უბანზე უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0