დასახელდა სისხლის კიბოს ნიშანი, რომელიც კანზე ცხელი შხაპის შემდეგ ჩნდება

© Pixabay / wilkernetშხაპი
შხაპი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სისხლის კიბო შესაძლოა დერმატოლოგიური სიმპტომით, ანუ კანზე გამოვლინდეს, რასაც ზოგ შემთხვევაში ცხელი შხაპი აჩქარებს, იუწყება გამოცემა Daily Express-ი.
როგორც ბრიტანელი ექიმები აცხადებენ, სისხლის კიბოს ზოგადი სიმპტომებია:
წონის უმიზეზო კლება;
აუხსნელი სისხლჩაქცევები და უმიზეზო სისხლდენა;
კოპის მაგვარი ამობურცულობები სხეულზე;
გაძნელებული სუნთქვა;
ოფლიანობა ღამით.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები ამ სიმპტომებს კიდევ ერთ ნიშანს ამატებენ — ეს არის ქავილის შეგრძნება ცხელი შხაპის შემდეგ.
ექიმების თქმით, ქავილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ჭეშმარიტი პოლიციტემიით, რომლის დროსაც ძვლის ტვინში ნორმალურზე მეტი რაოდენობის ერითროციტები წარმოიქმნება. ერითროციტების ასეთი დიდი რაოდენობა სისხლს ასქელებს, ართულებს მის დინებას სისხლძარღვებში, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ავითარებს.
როგორც ონკოლოგი იუჯინ ანი ამბობს, „ქავილი ცხელი შხაპის შემდეგ შესაძლოა იყოს სისხლის კიბოს ამ ნაირსახეობის მანიშნებელი“.

„ამ დაავადების ადრეულ სტადიებზე ჰისტამინის შემცველი უჯრედები, რომლებიც ალერგიულ რეაქციებზე აგებენ პასუხს, ზემგრძნობიარე ხდება და აიძულებს კანს, რეაქცია გამოავლინოს ცხელ წყალზე“, — განმარტავს ონკოლოგი.

იუჯინ ანი ურჩევს 40 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს (სწორედ ამ დროს ჩნდება ყველაზე ხშირად ამ ტიპის კიბო), აუცილებლად გაიკეთონ სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ერითროციტების დონეს აჩვენებს. თუ ერითროციტები ნორმაზე ბევრად მეტია, ეს ჭეშმარიტი პოლიციტემიის ნიშანი შეიძლება იყოს.
ამასთან ექიმმა, როგორც წესი, ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ ნიშნებზე, როგორებიცაა: ელენთის გადიდება, სახის კანის სიწითლე, უჩვეულო სისხლდენა ღრძილებიდან ან ცხვირიდან.
გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს სისხლი სქელდება, დაავადების ნიშნები ასევე შეიძლება იყოს:
თავის ტკივილები;
დაბინდული მხედველობა;
კანის სიწითლე;
დაღლილობა;
სისხლის მაღალი წნევა.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0