ბათუმში Black Sea Jazz Festival-ი იხსნება

© courtesy of Tbilisi Jazz Festival / George Nakashdzeპეტ მეტინი თბილისის ფესტივალზე
პეტ მეტინი თბილისის ფესტივალზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
მუსიკოსები ჯაზის მოყვარულებს თავიანთ შემოქმედებას ბათუმში სამი დღის განმავლობაში გააცნობენ.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბათუმში 12 აგვისტოს Black Sea Jazz Festival იხსნება. რიგით მე-15 ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები იქნებიან.
ყოველწლიური ღონისძიება, ტრადიციულად, ბათუმის საჩოგბურთო კლუბში გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
12 აგვისტო – Boris Band Combination, The Next Movement
13 აგვისტო – Al McKay´s Earth Wind & Fire Experience
14 აგვისტო – Candy Dulfer & Band.
ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება. კონცერტები 21:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალი ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის, ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.
სხვადასხვა წლებში შავი ზღვის ფესტივალზე გამოსულან ლეგენდარული ქუინსი ჯონსი, ელექტრონული მუსიკის ბრიტანელი ვარსკვლავები The Prodigy, კრის ბრაუნი, ლიზა სტენფილდი, R&B, სოულ-მომღერალი Macy Gray, ამერიკელი შემსრულებლები Ms. Lauryn Hill და Jamie Cullum, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ბასტა რაიმსი, სნუპ დოგი, Jamiroquai და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0