რამდენი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით ხელმეორედ საქართველოში

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
რეინიფიცირების მთავარი მიზეზებია უარის თქმა ვაქცინაციაზე და რეკომენდაციების დაცვაზე.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე კორონავირუსის რეინფიცირების 138.331 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.
სპეციალისტების განმარტებით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცდარი წარმოდგენაა იმის შესახებ, რომ პირველი ინფიცირების შემდეგ ორგანიზმი მთლიანად დაცულია განმეორებითი ინფიცირებისგან. ასეთი პაციენტები უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, არ იცავენ რეკომენდაციებს და არ ატარებენ პირბადეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 11 ივლისამდე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 16.868 კოვიდ-პაციენტს, აქედან 102 გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტების საშუალო ასაკია 69 წელი, მინიმალური – 18, მაქსიმალური – 89.
ცენტრის მონაცემებით, იმ ადამიანების 59%-ს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალნენ, ჰქონდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო კვირაში კი 12.729 შემთხვევა გამოვლინდა.
სპეციალისტების ვარაუდით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მორიგი ფაზა ოქტომბერში დაიწყება.
ორსული იასამნებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ორსული დაინფიცირდა
ბოლო კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.710.749 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.878 პაციენტი. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 16,82 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0