ანანასი - სასარგებლო თვისებები

© photo: Sputnik / pineapplesupplycoანანასი
ანანასი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
ანანასი მდიდარი პროდუქტია თავისი შემადგენლობით. ის დადებითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს წონაში კლებას და სხვ.
ანანასი (Ananas) – ბრომელიისებრთა ოჯახის ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი. მისი სამშობლოა ბრაზილია, სადაც დღემდე ველური სახით იზრდება. ევროპაში ის ქრისტეფორე კოლუმბმა კარტოფილთან და თამბაქოსთან ერთად შემოიტანა. ის აღფრთოვანებული იყო ამ ნაყოფით, რომელიც ერთდროულად ვაშლსაცა ჰგავს და გირჩსაც (pineapple - ეს სახელწოდება, რომელიც „გირჩვაშლად“ ითარგმნება, დღემდე გამოიყენება ინგლისურ ენაში).
ანანასის კალორიულობა და შემადგენლობა
ანანასის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 49 კკალორიაა.

ანანასის რბილობი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებებით. ის 86% წყლისგან შედგება, რომელიც შეიცავს უბრალო შაქრებს, აქედან ძირითადი ნაწილია საქაროზა. ასევე მდიდარია ორგანული მჟავებით, მათ შორის ასკორბინის, ლიმონის მჟავები, ანანასის შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ცილებია, მაგრამ ბევრია ნახშირწყლები და შაქრები. არის ვიტამინები: А, В1, В2, В3, В6, В9, С, Е, РР.
რბილობში არის მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, მაგნიუმი, კალციუმი, იოდი, მანგანუმი.
ავოკადო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი
ანანასი ასევე შეიცავს პროტეილიტურ ფერმენტებს, მათ შორის ბრომელაინს. ფერმენტებს აქვთ უნარი დაშალონ ცილები, რაც ორგანიზმის მიერ ცილოვანი საკვების ათვისებას აუმჯობესებს.
ანანასის რბილობი შეიცავს უხეშ საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
С ვიტამინის შემცველობით ანანასი ბევრ პროდუქტს არ უდებს ტოლს – 100 გრამში არის ადამიანისთვის დღეღამის განმავლობაში აუცილებელი ასკორბინის მჟავის 80%.
ანანასის სასარგებლო თვისებები
ანანასის შემადგენლობა დადებითად აისახება და, შეიძლება ითქვას, აუცილებელია დაზიანებული ძვლის ქსოვილების აღდგენისთვის.
მსხალი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო, მრავალი დაავადების მკურნალი>>

პროდუქტი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სისხლძარღვების კედლების განმტკიცებისთვის.

ანანასი ამცირებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს, ეფექტურია ართრიტის, პნევმონიის, ბრონქიტის, სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას. ის ამაღლებს სისხლში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონი, რომელიც ახშობს შიმშილის გრძნობას) დონეს, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. რეკომენდებულია სურავანდისა და სისხლნაკლებობის დროს.
გარგარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გარგარი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი
ამას გარდა, ის შლის თრომბებს სისხლძარღვებში, აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ებრძვის შარდსასქესო გზებში ინფექციებს.

ანანასი კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება.

ანანასი, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი, ებრძვის ზედმეტ წონას. კვირაში ერთი დღე თუ ანანასის განტვირთვის დღეს მოაწყობთ, ეს სწრაფად აისახება თქვენს ფიგურაზე.
ანანასის მიღება არ შეიძლება:
ალერგიული რეაქციებისას, დიდი რაოდენობით, ახალი ანანასის ჭამა არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულოვანი დაავადებების, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტების დროს.
ანწლის სამკურნალო თვისებები>>
რამდენიმე საჭირო რჩევა:

ანანასის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს მყარი, არ უნდა ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები. მწიფე ანანასი მძიმეა (ხანდახან 3 კილოგრამსაც აღწევს), ფოთოლი უნდა ჰქონდეს ხასხასა და არა დამჭკნარი, თუ ფოთოლს ერთი-ორი მცდელობის შემდეგ ამოაძრობთ, ე.ი. ანანასი მწიფეა და მისი ყიდვა შეიძლება.

ანანასის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე. ოთახი უნდა ნიავდებოდეს და ანანასს არ ეცემოდეს მზის სხივები. ასე 7-10 დღის განმავლობაში ინახება. თუ მაცივარში შეინახავთ ხილ-ბოსტნეულის განყოფილებაში, ორ კვირას და მეტსაც ძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0