მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინამ განაცხადა, რომ HIMARS-ით დარტყმებამდე აშშ-თან გადის კონსულტაციებს

© U.S. Marine Corps / Lance Cpl. Quince BisardHIMARS-ის სისტემა
HIMARS-ის სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
ამ სისტემების გამოყენებისას უკრაინელები ხელმძღვანელობენ „რეალური დროის რეჟიმში მიღებული ინფორმაციით".
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კიევი ვაშინგტონთან ათანხმებს შესაძლო მიზნებს, სანამ ზალპური ცეცხლის ამერიკულ რეაქტიულ სისტემა HIMARS-ს გამოიყენებს, წერს РИА Новости.
კერძოდ, ამის შესახებ Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ. მისი თქმით, ამ სისტემების გამოყენებისას უკრაინელები „რეალური დროის რეჟიმში მიღებული ინფორმაციით" ხელმძღვანელობენ.
ამას გარდა, სკიბიცკი ამტკიცებს, რომ ამერიკელები უშუალოდ ინფორმაციას არ აწვდიან.

„მან მიუთითა იმაზე, რომ არსებობს კონსულტაციების დონე ორივე ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლებს შორის რაკეტების გაშვების წინ, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას მისცემდა, შეაჩეროს ნებისმიერი პოტენციური შეტევა, თუ ისინი (ამერიკელები) უკმაყოფილო არიან მონიშნული მიზნით", – ციტირებს გაზეთი სკიბიცკის სიტყვებს.

ამასთან, სკიბიცკიმ ვერ უპასუხა კითხვას, იყენებს თუ არა უკრაინის სამხედრო ძალები ბრიტანულ და ამერიკულ თანამგზავრებს სროლის დროს, მაგრამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ „ძალიან კარგი ფოტოები" აქვთ.
„ამ სფეროში კარგად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან გაერთიანებული სამეფოდან. ძალიან კარგი კავშირები გვაქვს ყველა მონათესავე სადაზვერვო დაწესებულებასთან", – განაცხადა უკრაინული დაზვერვის წარმომადგენელმა.
უკრაინის მოვლენების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინისთვის საომარი ტექნიკის მიწოდება გაზარდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ.
გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის მიწოდება მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტს, ახანგრძლივებს კიევის რეჟიმის აგონიას და ამრავლებს მსხვერპლს.
ყველა ახალი ამბავი
0