მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს, ჩეჩნეთის, უკრაინისა და სირიის გამო: სენატმა ანტირუსული რეზოლუცია მოიწონა

© photo: Sputnik / Igor' Mikhalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სენატმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
გავრცელებული ინფორმაციით, სენატი რუსეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას საქართველოში, ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში მის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის მოითხოვს, რა დროსაც „უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა“.

„რეზოლუცია სენატში მიღებულია შესწორებითა და შესწორებული პრეამბულით, კენჭისყრის გზით“, — ნათქვამია აშშ-ის კონგრესის ვებ-საიტზე.

კერძოდ, დოკუმენტი რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს ჩეჩნეთში მეორე სამხედრო კამპანიის დროს ტერორისტულ ქმედებებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში, სირიაში დარტყმების განხორციელებაში, 2014 წლიდან დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერაში, საქართველოსთან ომში და ა.შ.
კონგრესის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეზოლუცია სენატს განსახილველად 9 მაისს წარედგინა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აშშ-ის სენატი „რუსეთის მთავრობის ქმედებებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებებით განიხილავს როგორც ტერორისტული აქტების სპონსორობას“, და მოუწოდებს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, შეიყვანოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების ჩამონათვალში.
მანამდე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ სწავლობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, რათა ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის კრიტერიუმებთან შესაბამისობა დაადგინოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ კრემლი ძალიან უარყოფითად იქნება განწყობილი ვაშინგტონის მიმართ, თუ კონგრესი რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს.
წყარო: USA Congress
ყველა ახალი ამბავი
0