რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

© Pixabay / Crazypitbullპიტბული
პიტბული - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა, ექიმების თქმით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევა რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მოხდა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს გააღო ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი, სადაც ძაღლი იყო დამწყვდეული, კარის გაღებისთანავე ძაღლი ბიჭს თავს დაესხა.
ეზოში მყოფმა პირებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. საბოლოოდ ადგილობრივებმა პიტბულის ისევ ავტოფარეხში ჩაკეტვა შეძლეს.
დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ნაკბენი აქვს, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0