მმართველმა პარტიამ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა: ოპოზიციის რეაქცია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართელოს პარლამენტი
საქართელოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაში, რომელიც ოპოზიციის ნაწილის ინიციატივით პრეზიდენტმა მოიწვია.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის განკარგულებით მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ გააკრიტიკა.
საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაში, რომელიც ოპოზიციის ნაწილის ინიციატივით პრეზიდენტმა მოიწვია. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„პრაქტიკულად, ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ვხედავთ, რომ ისინი ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართული და რეალურად, არ აქვთ პოლიტიკური ნება შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა”, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებაში სტრატეგიული მარცხი დაინახა.
„დღეს „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ, მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისათვის რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
მსხილაძე: პრეზიდენტი დეპოლარიზაციისკენ ისწრაფვოდა, მოხდა პირიქით >>
ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა შავგულიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ დაუშვას.

„ქართული ოცნების” ამოცანა არ არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. თან ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ დაბრალდეს ოპოზიციას ან თავად ევროკავშირს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შესახებ საუბარზე უარს აცხადებს.
„ძალიან ბანალური და მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. მოგეხსენებათ, ამას წინათაც ასე ქნეს, ხალხი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ამით „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ ის შეიძლება, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც მხარეები საუბარს შეძლებდნენ.
დღესვე საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რიგგარეშე პლენარული სხდომა კანონპროექტების მოუმზადებლობის გამო არ ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. დეპუტატებმა მიზეზად დაასახელეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პირობის შესრულება.
დასვენების დრო არ არის: პრეზიდენტი პარლამენტის მუშაობის განახლების თაობაზე >>
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ ეტაპზე იგეგმება შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში და სპეციალურად შექმნილ ჯგუფებში, რის შემდეგაც საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ მოხდება განხილვა და კენჭისყრა უშუალოდ პარლამენტის სხდომებზე.
ყველა ახალი ამბავი
0