Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გარდაცვალების წინა დღეს ეს მითხრა...“ - ლევან კბილაშვილის დედა წინასწარმეტყველებაზე

© courtesy of Levan Kbilashviliლევან კბილაშვილი
ლევან კბილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე ამბობს, რომ შვილის გარდაცვალება სოციალური ქსელიდან შეიტყო.
როგორც „იმედის კვირაში“ მომღერლის დედამ განაცხადა, ლევანი განსაკუთრებული შვილი იყო, ძალიან კეთილი, თუმცა ხიფათიანი.
ლევან კბილაშვილი ლიუბა უსპენსკაიასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
ყვითელი ამბები
„ტელეფონზე არ მპასუხობ, სამი დღეა შენი ხმა არ გამიგია...“ - ლევან კბილაშვილის დედა

„რაღაცნაირი ბავშვი იყო, დაჯდებოდა სკამზე – სკამი გატყდებოდა, თვითონ გადმოვარდებოდა, რაღაც ეტკინებოდა. ძალიან ხიფათიანი იყო თავიდანვე. მაგრამ სიმღერის განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. სახლში თამაშობდა და მღეროდა, ხანდახან, თუ არ მღეროდა, მეზობლები მეკითხებოდნენ, ხომ კარგად არის, რატომ არ მღერისო”, – ამბობს მელიტა ფურცელაძე.

მისი თქმით, ლევანი მოსკოვში არ ჩასულა იმისთვის, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი გამხდარიყო.
„ერთი ჩანთა აიღო და წავიდა. პატრიარქს უთხრეს, „ვოისში” მიდისო და დალოცა, ჯვარი აჩუქა, ასე პატრიარქისგან დალოცვილი წავიდა. სულ იძახდა, ღმერთი მწყალობს, პატრიარქმა რომ დამლოცა, ამიტომ მიმართლებს ყველგანო. საერთო მეგობარი აღმოაჩნდათ მის მეგობრებს ლუბა უსპენსკაიასთან. ჩვენ ძალიან კარგი ქართველი გვყავს, რომელიც ძალიან კარგად მღერისო, საჩუქარი გვინდა გაგიკეთოთ და მოვიყვანოთ შენთან დაბადების დღეზეო. იმღერეს ამათ, დაამთავრეს სიმღერა, გამოვიდა დირექტორი და უთხრა, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურეთ, უნდა მობრუნდეთო“, – ჰყვება მომღერლის დედა და შვილთან ბოლო, 20 ივნისის საუბარს იხსენებს, რომელიც თითქოს წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
„დღეს იქნება, ხვალ, როცა იქნება, ხომ წავალ ამ ქვეყნიდან და დარჩება ჩემი სიმღერებიო – ეს მითხრა”, – ამბობს ქალი.
მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში 21 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0