მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მათ აინტერესებთ ყველაფერი“: FBI და MI5 მსოფლიოს ბიზნესმენებს აფრთხილებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ჩინური კომპანიები შესაძლოა ჩართული იყვნენ სამრეწველო ჯაშუშობაში, შესაბამისად, მსოფლიოს ბიზნესმენებმა, რომლებიც ჩინელ მეწარმეებთან თანამშრომლობენ, უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი, განაცხადა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ბრიტანული კონტრდაზვერვის სააგენტოს (MI5) გენერალურ დირექტორ კენ მაკკალუმთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რეი და მაკკალუმი 6 ივლისს შეხვდნენ ლონდონში, რა დროსაც ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები განიხილეს.

„ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება კომპანიის ღირებულებას იმაზე მეტად გაზრდის, ვიდრე ჩინურ კომპანიასთან პარტნიორობა <...>, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ჩინეთის მთავრობა და თქვენი „პარტნიორი“ იპარავენ და აკოპირებენ თქვენს ინოვაციებს“, — განაცხადა კრისტოფერ რეიმ.

FBI-ს შეფის თქმით, ჩინელი ჯაშუშები ყველგან ადევნებენ თვალს კომპანიებს — „დიდ თუ პატარა ქალქებში, დაწყებული Fortune 100-ის რეიტინგში შესული კომპანიებით, დასრულებული სტარტაპებით, მათ აინტერესებთ ყველაფერი — ავიაცია, ხელოვნური ინტელექტი, ფარმაცევტული პროდუქტები და სხვ.
შეერთებულ შტატებში პეკინს არაერთხელ დასდეს ბრალი ჰაკერულ თავდასხმებში. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი შემთხვევა გასულ გაზაფხულზე Microsoft Exchange Server-ზე თავდასხმა იყო. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკული ორგანიზაციების ინფორმაციის მოპარვა სცადეს.
წყარო: FBI
ყველა ახალი ამბავი
0