თბილისში 6 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
შეზღუდვები შეეხება ისნისა და ვარკეთილის რაიონების მოსახლეობის ნაწილს.
თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დედაქალაქში 6.100-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 6 ივლისის 09:00 სთ-დან 7 ივლისის 10:00 საათამდე გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება ისნისა და ვარკეთილის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივად აღდგენა დაიწყება 7 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.
ზუსტი მისამართების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0