საქართველო არა მარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა: ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვრობაზე

© photo: Sputnikგარუჯვა
გარუჯვა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ქართველი გოგონები რუჯის მისაღებად ლეღვის ფოთლების ნახარშს ყოველ ზაფხულს იყენებენ.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელზე გუგა ქაშიბაძეზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში 16 წლის გოგონა მოათავსეს, რომელსაც დაზიანებული აქვს კანი გულ-მკერდის არესა და ზემო კიდურებზე.

„დღეს მივხვდი შემოვლაზე: საქართველო არა მარტო ვაზის, ლეღვის სამშობლოცაა... დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას ბავშვთა განყოფილებაში გადის.
საქართველოში გარუჯვა ძალიან პოპულარულია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.
ქვეყანაში ლეღვის ფოთლების ნახარშის მეთოდით მზის აბაზანის მიღების პრაქტიკა 2011 წლიდან გახდა „პოპულარული". უმეტეს შემთხვევაში ასეთი შემთხვევები ჰოსპიტალიზებით მთავრდებოდა, ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის ფაქტები მასმედიაში ფართოდ შუქდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ნახარშით რუჯის მიღება დღემდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალბატონები საკუთარ რეცეპტებსაც იგონებენ ლამაზი რუჯის მისაღებად, რომელთა შორის, გარდა ლეღვის ფოთლების ნახარშისა, ასევე გვხვდება სხვადასხვა სახის კოქტეილები — ლუდის, კოკა-კოლის, ყავის, სოდისა და სტაფილოს შემცველობით. მათ გამოყენებასაც ხშირ შემთხვევაში შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მოაქვს.
ყველა ახალი ამბავი
0