მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკი სირიას ყველა ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშისირიის დროშა
სირიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. თუ სირია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტს აღიარებს, უკრაინა ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტს მასთან, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გარდა ამისა, პრეზიდენტი სირიას მეტი სანქციებითაც დაემუქრა.

„ასეთ შემთხვევაში სირიასთან არანაირი ურთიერთობა აღარ იქნება, ხოლო სანქციებით ზეწოლა სირიის წინააღმდეგ, პირიქით, კიდევ უფრო გაიზრდება“, − განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მანამდე, 29 ივნისს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც უკვე გააკეთეს მანამდე დე-ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებებმა.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ცნო, სამი დღის შემდეგ კი უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0