„ყაზბეგის" საბაჟომ მუშაობა შეწყვიტა: რა ხდება ზემო ლარსზე

© photo: Sputnik / Stringer"ყაზბეგის" საბაჟო
ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" დროებით მუშაობას წყვეტს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უამინდობამ დარიალის ხეობაში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა (თერგი და დევდორაკი) დააზიანეს საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი).
უწყების ცნობით, ამ დროისათვის „ყაზბეგზე" შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, მათ შორის, საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „ყაზბეგის" თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0