თბილისში ხეტყის უკანონო ჭრისთვის ჯარიმები იზრდება

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovცული
ცული - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
რეგულაციები მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო გამკაცრდა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები ათმაგდება – საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა ითვალისწინებს 5 ათასი ლარით ჯარიმას ნაცვლად აქამდე არსებული 500 ლარისა.
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 1 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება.
თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა გაიზრდება: კალაძის ინიციატივა>>>
გარდა ჯარიმების გაზრდისა, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ახალი სახის შემოღება – 10 ათასი ლარით დაისჯება ის უფლებამოსილი პირი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს.
განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში კი ასეთ პირს საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარ გააგრძელებს ამ სფეროში მუშაობას.
რეგულაციების გამკაცრების მიზეზად კანონპროექტის ავტორები – მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატები მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირებას ასახელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0