საქართველოში სიგარეტის ბრენდის აღნიშვნის გარეშე შეფუთვით გაყიდვა ორი წლით გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerმაღაზიის ვიტრინა
მაღაზიის ვიტრინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა აკრძალულიყო.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ყველა ნორმა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით გაყიდვას ან გასაყიდად განთავსებას არეგულირებს, ორი წლის დაგვიანებით – 2024 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, გარდა სამედიცინო გაფრთხილებისა, სავალდებულოა გამაფრთხილებელი წარწერა მოწევის მავნებლობის შესახებ, რომელსაც შეფუთვის 65% უნდა ეკავოს.
საქართველოს მთავრობის აზრით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამო შეუძლებელია პროდუქციის წარმოება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში, და მათზე სამედიცინო გაფრთხილების დატანა ისე, როგორც კანონი მოითხოვს, იუწყება „პირველი არხი".
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2021 წელს სიგარეტის დაახლოებით 80% უკრაინიდან არის იმპორტირებული.
საქართველოში მოწევის ამკრძალავ ნიშნებს ყველგან არ იყენებენ - კვლევა>>
დღეს მოქმედ კანონში ნათქვამია, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განთავსება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯარიმები.
ახალი სტანდარტების მიხედვით, სიგარეტი თაროებზე გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც იქნება ბრენდის დასახელება სახელმწიფო ენაზე, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14"-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10"-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით" ან „უფილტრო".
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კვლავ განგაშს ტეხს: მიზეზი სიგარეტის ალტერნატივაა>>
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
თავად სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0