„თავხედები“: რუსეთის ფედერაციის საბჭოს რეაქცია დეფოლტზე

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერაციის საბჭო
რუსეთის ფედერაციის საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. განცხადებები, თითქოს რუსეთში დეფოლტი მოხდა, სიცრუეა, დასავლეთმა თავად გაყინა და ფაქტობრივად მოიპარა დასავლეთის ბანკებში არსებული ჩვენი ქვეყნის კუთვნილი სახსრები, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.
მანამდე ამერიკულმა სააგენტო Bloomberg-მა დაწერა, რომ რუსეთში დეფოლტი მოხდა — პირველად 1918 წლის შემდეგ.

„თვალთმაქცი დასავლეთი რუსეთის დეფოლტზე ლაპარაკობს, თუმცა მშვენივრად ესმის, რომ ეს ტყუილია. დასავლეთის ბანკებმა გაყინეს (და ფაქტობრივად მოიპარეს) ჩვენი ქვეყნის კუთვნილი უაზარმაზარი ფული. ისინი თავად არ ახორციელებენ გადახდას და ცინიკურად აცხადებენ, რომ ეს რუსეთი ვერ ფარავს თავის ვალდებულებებს. თავხედები!“ — დაწერა თავის Telegram-არხზე ჯაბაროვმა.

27 მაისს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დოლარსა და ევროში უნდა გადაეხადა კუპონები სუვერენული ევროობლიგაციების ორ ემისიაზე 2026 და 2036 წლებში დაფარვით. როგორც რუსული მხარე აცხადებს, ეს მან წინასწარ გააკეთა, ვინაიდან აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ პროგნოზირებულად თქვა უარი ლიცენზიის განახლებაზე, რომელიც რუსეთს საგარეო ვალების მომსახურების საშუალებას აძლევდა სანქციების პირობებში.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადამხდელმა აგენტმა – ეროვნულმა ანგარიშსწორების დეპოზიტარმა მიიღო თანხები რუსულ ევროობლიგაციებზე შემოსავლების გადასახდელად 71,25 მილიონი აშშ დოლარისა და 26,5 მილიონი ევროს ოდენობით. თუმცა, როგორც Bloomberg-მა დაწერა, ევროობლიგაციების მფლობელებს გადახდები არ მიუღიათ, ხოლო ინვესტორებისთვის სახსრების შეტანის ყოველთვიური საშეღავათო პერიოდი ამოიწურა.
ყველა ახალი ამბავი
0