მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოკავშირეთა ტერიტორიული მთლიანობის დაცვა: ნატო თავის სტრატეგიაში ახალ პუნქტს შეიტანს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში მთავარ მისიად პირველად დასახელდება ალიანსის მოკავშირე ქვეყნების „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, იუწყება ესპანური გაზეთი El Pais დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.
ახალი სტრატეგია ათ წელზეა გათვლილი და, სავარაუდოდ, 28-30 ივნისს მადრიდის ნატოს სამიტზე იქნება მიღებული.
როგორც მასალაშია ნათქვამი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს კოლექტიური დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია შემოიფარგლება ევროატლანტიკური სივრცით ევროპაში, ჩრდილოეთი ამერიკით, თურქეთის აზიური ნაწილით, ასევე რაკის კუნძულებით. ახალი სტრატეგიული კონცეფცია „ცვლის ამ სიტუაციას“, აგზავნის რა „პოლიტიკურად ძლიერ სიგნალს“, რომელიც ავალდებულებს ნატოს, დაიცვას „თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“.
გაზეთი ასევე იტყობინება, რომ სამიტის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა შეიძლება თითქმის გააორმაგონ ჯარების ფორმირება ალიანსის აღმოსავლეთ ბლოკში, რაც იქნება ძალების ყველაზე დიდი განლაგება ცივი ომის დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა, ალიანსის წევრი ქვეყნები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უწოდებენ. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის ფონზე იქნება მიღებული.
წყარო: El Pais
ყველა ახალი ამბავი
0