პრეცედენტი თუ პოლიტიკური ჟესტი? ქართველმა დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტო შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ვეტოზე განსხვავებული შეფასებები აქვთ.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შექმნა კარგი პრეცედენტი, როდესაც ვეტო დაადო შესწორებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს პირველად გამოიყენა თავისი უფლება და ვეტო დაადო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორებების კანონპროექტს. ამასთან, პრეზიდენტმა გააფრთხილა დეპუტატები, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სანამ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს, ის ვეტოს დაადებს სხვა კანონებსაც, რომლებსაც არ დაეთანხმება.
რაქვიაშვილის განცხადებით, რადგანაც გვაქვს პრეტენზია, რომ ევროპული ქვეყანა ვართ, ამგვარი კანონები არ უნდა მივიღოთ. ესაა ნაბიჯი უკან და კარგია, რომ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. ამასთან, დეპუტატის თქმით, მან კარგი პრეცედენტი შექმნა. აქამდე პრეზიდენტი მხოლოდ განცხადებებს აკეთებდა, ეს კი უკვე რეალური ნაბიჯია, რომლითაც აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის მხარესაა, განაცხადა რაქვიაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური „რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ის მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
ვეტო მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: „ქართული ოცნება" პრეზიდენტის განმარტებას ელოდება>>
მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს სახის შენარჩუნებას, მაგრამ მას არაფერი გამოუვა ამ სანახევრო ღონისძიებებით. ის არ არის ექსპერტი, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს. მას აქვს სრული უფლება, წარმოადგინოს მოქმედებების გეგმა ევროპასთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აღნიშნა მანჯგალაძემ.
ხელისუფლების პოზიცია
პრეზიდენტის შენიშვნები მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" უკვე ემზადებიან ვეტოს დასაძლევად.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა თავად "გაამარტივა" საქმე იმ მხრივ, რომ აღარ არის საჭირო ბევრის დამტკიცება, აქ არაა საუბარი სამართლებრივ შენიშვნებზე. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ მას არა აქვს სამართლებრივი შენიშვნები, მას პოლიტიკური ჟესტის გაკეთება სურდა, განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნების განხილვას უახლოეს დღეებში შეუდგებიან. საკითხი უკვე შეტანილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს. იმისთვის, რომ შესწორებები მაინც ამოქმედდეს, პარლამენტმა მას კვლავ უნდა უყაროს კენჭი. თუ მას პრეზიდენტი კვლავ არ მოაწერს ხელს, ამის გაკეთება უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, ამჟამინდელი სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს - იაგო ხვიჩია>>
მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0