რამდენი ადამიანი საქართველოში განიკურნა С ჰეპატიტისგან

© Infectious Diseases and AIDS Center of Georgiaლონდონში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ქართველი ექსპერტები C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამაზე საუბრობენ
ლონდონში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ქართველი ექსპერტები C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამაზე საუბრობენ - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
გამოწერა
ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე ქართველმა სპეციალისტებმა ლონდონში ისაუბრეს
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 ათასი ადამიანი განიკურნა, ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.
ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ქალაქ ლონდონში იმართება, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
კონგრესზე საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა წარადგინა სამი პოსტერ-მოხსენება საქართველოში С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა: პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება, С ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ.
© Infectious Diseases and AIDS Center of Georgiaლონდონში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ქართველი ექსპერტები C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამაზე საუბრობენ
Эксперты Грузии на Международном конгрессе печени в Лондоне рассказывают о программе по элиминации гепатита С - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2022
ლონდონში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ქართველი ექსპერტები C ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამაზე საუბრობენ
პოსტერ-მოხსენებებმა, რომლებიც ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ იყო წარმოდგენილი, კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც რვა წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ С ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო С ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, დიდი წარმატებით სრულდება. პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა დაახლოებით 80 ათასი С ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება, საქართველოს NCDC-ის და აშშ-ის CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად, შემცირდა 5,4%-დან 1,8%-მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია, აცხადებენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ყველა ახალი ამბავი
0